01:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-26 15:41:09, 1603 ნახვა

ომი უკრაინაში
ერდოღანი - სამწუხაროდ, დასავლეთმა ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და შუამავლად არ მოქმედებდა

სამწუხაროდ, დასავლეთმა ამ ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არ მოქმედებდა როგორც შუამავალი,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა. 

"სამწუხაროდ, დასავლეთმა ამ ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არ მოქმედებდა, როგორც შუამავალი. რაც შეეხება მედიაციას, ჩვენ, თურქეთმა ეს როლი 2022 წელს ავიღეთ და შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი გავმართეთ", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ევროპამ უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის დაახლოებით 44% მიიღო, თურქეთიდან - 16%, აფრიკის ქვეყნებიდან - 14%.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი აპირებს ფქვილის წარმოებას რუსული მარცვლეულისგან, რათა რუსეთთან და გაეროსთან კოორდინაციით გაგზავნოს აფრიკის ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ.

"რა თქმა უნდა, ახლა არის სამუშაოს უფრო ინტენსიური ნაწილი - სასუქების საკითხი. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ რუსეთთან ერთად ნაბიჯებს გადავდგამთ", - დასძინა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics