01:36 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 23:02:51, 2932 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას - ზელენსკიმ უკრაინელებს შობა მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს შობა მიულოცა გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, - „ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"დღეს და მომავალ ზამთრის არდადეგებს რთულ ვითარებაში ვხვდებით. ვიღაც იხილავს პირველ ვარსკვლავს ბახმუტის, რუბიჟნოესა და კრემენნაიას ცაზე. ვიღაც დღესასწაულს სხვის სახლში აღნიშნავს, მაგრამ არა უცხოს - უკრაინელების სახლებში, რომლებმაც თავშესაფარი მისცეს უკრაინელებს. ვიღაც "შჩედრიკს" სხვა ენაზე მოისმენს - ვარშავაში, ბერლინში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ტორონტოსა და ბევრ სხვა ქალაქში და ქვეყანაში და ვიღაც შეხვდება ამ შობას ტყვეობაში, მაგრამ ახსოვდეს, რომ ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყველა უკრაინელ კაცსა და ქალს.

სადაც არ უნდა ვიყოთ, დღეს ერთად ვიქნებით. მოდით, სურვილი ჩავიფიქროთ. ერთი ყველასათვის და ჩვენ ვიგრძნობთ სიხარულს. ერთი ყველასათვის და ჩვენ გავიგებთ სიმართლეს. ერთი ყველასთვის

ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს! როგორც ყოველთვის. მოდით გავიღიმოთ და ვიყოთ ბედნიერები, როგორც ყოველთვის. განსხვავება მხოლოდ ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით მას.

ქრისტე დაიბადა! მოდით ვადიდოთ იგი! - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა საშობაო მილოცვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics