13:03 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-24 18:41:25, 2533 ნახვა

მსოფლიო
პარიზში, ეთნიკურად ქურთ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

საფრანგეთში პოლიციასა და ქურთების თემის წევრებს შორის შეტაკებები მოხდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ქურთების თემის წარმომადგენლები სამართალდამცველებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც პარიზის ცენტრში გასროლის დროს მათი თემის 3 წევრი მოკლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

გამოცემის ცნობითვე, დემონსტრანტებმა პარიზში რამდენიმე მანქანა ამოატრიალეს.დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე, ხანძარიც გაჩნდა.

დაპირისპირების შედეგად, დაშავებულია ათობით ადამიანი, ჩამტვრეულია მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრების ვიტრინები. 

დემონსტრანტებმა ჭურვები ესროლეს პოლიციას, რომელმაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics