2022-12-24 15:34:52, 1804 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მოცულობა 1.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
კანონპროექტს მხარი კონგრესმენებმა 225 ხმით, 201-ის წინააღმდეგ დაუჭირეს. ამასთან, სენატში კანონპროექტს 68 სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 29 წავიდა.
აღნიშნული ბიუჯეტი 45 მილიარდ დოლარიან პაკეტს მოიცავს, რომელიც უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყოს, საიდანაც 13 მილიარდი დოლარი ეკონომიკური დახმარებისთვის, 23 მილიარდი კი სამხედრო დახმარების მიზნით გამოიყოფა.
დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შუაღამემდე უნდა მოაწეროს, რის შემდეგაც, ის ძალაში შევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,