03:21 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 17:00:25, 2196 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაღუპულია 2 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს. როგორც უკრაინული მედია ქალაქის საბჭოსა და პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

„23 დეკემბრის დილით, ქალაქ ხერსონში, რუსი სამხედროების მიერ მორიგი დაბომბვის შედეგად, ორი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა", - ნათქვამია ქალაქის საბჭოსა და პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხერსონზე რამდენიმე სარაკეტო იერიში მიიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics