|
2022-12-23 13:09:40, 2478 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი“ და Mastecard ბიზნესს გადახდების ახალ, მარტივ გადაწყვეტას T-POS-ს სთავაზობს
T-POS-ი არის გადახდის აპლიკაცია ანდროიდ მოწყობილობებისთვის, რომელიც ბიზნესებისთვის პოსტერმინალის ფუნქციას შეასრულებს. T-POS-ი ბიზნესებს საშუალებას მისცემს უნაღდო გადახდები მობილური ტელეფონით მიიღონ. პროდუქტი შექმნილია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ფიზიკურ სივრცეში ვაჭრობენ ან სთავაზობენ მომსახურებას მომხმარებლებს, და ტერმინალის ფლობა მათთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. იმისათვის, რომ აღნიშნულმა მეწარმეებმა ბარათით გადახდების მიღება და შემოსავლის გაზრდა შეძლონ, „თიბისიმ“ მათ ტერმინალის ალტერნატივა შესთავაზა. აპლიკაიციის გამოყენება ასევე შეუძლიათ მსხვილ და საკურიერო კომპანიებს. „თიბისი“ ბანკში დარეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს, შეუძლია ონლიან შეავსოს განაცხადი, Google Play Store-იდან უფასოდ გადმოწეროს აპლიკაცია T-POS და მარტივად მიიღოს გადახდები. აპლიკაციაში გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის VISA და Mastercard ბარათით ან ელექტრონული საფულის საშაულებით. “თიბისის“ აპლიკაცია T-POS-ი ბიზნესების ცხოვრების გამარტივებისთვის შეიქმნა. პროდუქტი Mastercard-ის მხარადაჭერით განვავითარეთ და მას აქვს სტანდარტული პოს ტერმინალის ფუნქციონალი. ვთვლით, რომ ასეთი გადაწყვეტა ბიზნესებს მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაშიც დაეხმარება, რადგან დღეს მათი უდიდესი ნაწილი, უნაღდო ანგარისშწორებას ანიჭებს უპირატესობას,“ - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოეადგილემ, თორნიკე გოგიჩაიშვილმა. „თიბისი“ და Mastercard-ი ბიზნესებს T-POS-ით საბარათე გადახდების მიღებაზე, სპეციალურ საშეღავათო პირობას სთავაზობენ, რაც აპლიკაციიაში Mastercard-ის ბარათებით გადახდის მიღებისას ნულოვან საკომისიოს გულისხმობს. აღნიშნული შეღავათი ძალაშია 2023 წლის 31 მაისამდე. უფრო მეტი დეტალისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://tbcpayments.ge/details/pos/tpos
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)