03:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 19:43:32, 1648 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინისკენ მიმავალ გზაზე ზელენსკი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინისკენ მიმავალ გზაზე პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა. 

სახელმწიფოს მეთაურებმა შეხვედრა ქალაქ ჟესოვში გამართეს და 2022 წელი შეაჯამეს. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ანჟეი დუდას პოლონეთის უკრაინელებისა და მისი მოქალაქეების ძლიერი მხარდაჭერისთვის. 

ლიდერებმა სამომავლო სტრატეგიული გეგმები, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და მომავალი წლის საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა განიხილეს.

პრეზიდენტები შეეხო თემების ფართო სპექტრს უკრაინის სახელმწიფოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უკრაინელი დროებითი მიგრანტებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ უკრაინა ომისგან თავის დასაღწევად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics