|
2022-12-20 15:14:34, 1547 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შეთანხმება - ეს იქნება ჩვენთვის განსაკუთრებული პროექტი, რომელიც გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას ევროკავშირისთვის", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ამ პროექტით საქართველო ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორ ქვეყნად გადაიქცევა ენერგოუსაფრთხოების კუთხით. „როდესაც ვსაუბრობთ ევროინტეგრაციაზე, ცალსახაა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით გარკვეული წვლილის შემტანი ევროპული ოჯახის განვითარებაში, რამეს არ შევმატებთ მას, ჩვენი პარტნიორების მხრიდან ინტეგრაციის მიმართ მოტივაცია, დაინტერესება და ენთუზიაზმი მაღალი არ იქნება. ამიტომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას ყოველთვის ასე ვსვამდით საკითხს - საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის განვითარების კუთხით, საქართველო არ არის მხოლოდ ბენეფიციარი ქვეყანა, არამედ ჩვენ ვიქნებით მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი, მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით. ამ შემთხვევაში ძალიან აქტიურად წარმოჩინდა დაკავშირებადობის მთელი პაკეტი, რომელიც საქართველომ შესთავაზა ევროკავშირს ", - განაცხადა ეკონომიკის მინიტრმა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეს არის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული ბევრი სხვადასხვა საკითხი, რომელიც ყველაზე აქტუალური გახდა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში - ახალი სატვირთო-სატრანზიტო ნაკადები ე.წ. შუა დერეფნის მეშვეობით; ციფრული დაკავშირებადობა - ახალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და ინტერნეტნაკადების საქართველოს მეშვეობით ევროპიდან აზიაში მიწოდება. მინისტრის თქმით, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ იყო ინიცირებული - შავი ზღვის ქვეშ გამავალი ელექტროდამაკავშირებელი გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზი. ამასთან, მისი განცხადებით, ეს პროექტი საქართველოს როლს ნამდვილად გაზრდის და ქვეყანა არამარტო სატრანზიტო ფუნქციის შესრულებით მიიღებს ეკონომიკურ სიკეთეებს, არამედ აქ წარმოებული, გენერირებული ენერგიის პირდაპირი ექსპორტი მოხდება ევროპულ ბაზარზე, რაც საქართველოს ენერგეტიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. „რადგან ჩვენ პირდაპირ ვუკავშირდებით ელექტროენერგიის ყველაზე საინტერესო, თავისუფალ და გახსნილ ბაზარს, სადაც საქართველო ისეთივე თავისუფალ რეჟიმში ივაჭრებს, როგორც ევროკავშირის სხვა ყველა ქვეყანა, ჩავთვალოთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრები ვართ - ინვესტორებისთვის შესაძლებელი ხდება, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია პირდაპირ იყოს მიწოდებული მაღალმსყიდველობითი უნარის ბაზარზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს საერთაშორისო ინვესტიციებისთვის", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)