22:16 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-17 15:58:17, 1841 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის ბიუჯეტის ზრდამ სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების 20 პროცენტით გაზრდის საშუალება მოგვცა

სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

„თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო კვარტალში 10 პროცენტით, დაახლოებით, 90 მლნ ლარით გაიზარდა. შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი 6 პროცენტით მეტია, ვიდრე მიმდინარე. აღნიშნულმა სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების 20 პროცენტით გაზრდის საშუალება მოგვცა; ასევე, რესურსის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა მოგვეცა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებისა და მათი ოჯახების სოციალური დაცვის თვალსაზრისით ისეთ მნიშვნელოვანი სიახლეზე ისაუბრა, როგორიცაა გარკვეულ კატეგორიებზე კომპენსაციების ოდენობის ზრდა. „ჩვენ არსებითად გავზარდეთ როგორც საბრძოლო მოქმედებების, ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ-დაშავებულთა კომპენსაციები. ყველა ამ სახის კომპენსაცია დაახლოებით გავაორმაგეთ. კომპენსაციები საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა შემთხვევაში არის 100 000 ლარი, ეს ბატონ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დაწესდა. ამ შემთხვევაში იზრდება პირთა წრე და გულისხმობს სამოქალაქო პერსონალსაც, რომელიც მონაწილეობს მხარდამჭერ კომპონენტში საბრძოლო მოქმედებებში“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ეკლესიას ეყოლება ახალი პატრიარქი - მამა ანდრიამ გაფართოებული კრების დეტალები დააზუსტა
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics