00:27 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-15 12:08:16, 1180 ნახვა

სამართალი
ხაჭაპურიძე - იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრები შეგვაქვს

იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ საჩივრები შეგვაქვს, რომ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს საჩივრები უკვე გამზადებულია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

როგორც ხაჭაპურიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, გრძელდება "ბრძოლა საბჭოთა მეთოდებით", რაც ცხადყოფს, რომ "ამ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა".

"ბრძოლა გრძელდება საბჭოთა მეთოდებით. ამდენი წლის განმავლობაში, ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვალა. რა თქმა უნდა, კანონი იქნა პერსონალურ მონაცემთა შესახებ დარღვეული გუშინ ერთი მხრივ, იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან, ხოლო მეორე მხრივ, პენიტენციური სამსახურის მხრიდან, როდესაც მოიტყუა აბსოლუტურად პროცესზე მათმა წარმომადგენელმა, რომ თითქოს რაღაც ორგანიზება გაუკეთეს მის ვიდეოჩართვას... რაც შეეხება კადრებს, რაც იქნა გავრცელებული, ეს არის ზუსტად დასტური იმის, რასაც ჩვენ თვეებია ვიძახით - ეს კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა, რომელიც "ვივამედში", 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა პერიოდს ასახავს.

უწყებამ კადრების გასაჯაროება „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით“ ახსნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics