2022-12-14 15:57:31, 1344 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას იცავს. ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.
კანონი განსაზღვრავს, რომ შტატებმა უნდა აღიარონ ერთსქესიანთა ქორწინებები და რომ ერთსქესიან წყვილებს აქვთ იგივე ფედერალური სარგებელი, როგორც ნებისმიერ დაქორწინებულ წყვილს.
„ამ მომენტამდე გზა ხანგრძლივი იყო, თუმცა ისინი, ვისაც თანასწორობისა და სამართლოანობის სჯერა, არასდროს ნებდებოდნენ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამ კანონის მიღებით გაუქმდება 1996 წლის კანონი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უარყოფს ფედერალურ შეღავათებს ერთნაირსქესიანთა წყვილებისთვის.
ავტორი: ექსპრესნიუსი,