06:40 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 14:47:01, 2410 ნახვა

ომი უკრაინაში
აზოვსტალის მცველს აშშ-ში ხელის ოპერაცია ჩაუტარდა [ფოტოები]

რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებულ აზოვსტალის დამცველს, მიხაილ დიანოვს აშშ-ში ხელის ოპერაცია გაუკეთეს. 

FC Shakhtar-ის ცნობით, საზღვაო ქვეითს ოპერაცია 13 დეკემბერს სენტ-ლუისში ჩაუტარდა და წარმატებითაც დასრულდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდეგ მიხაილის მარჯვენა ხელი სრულად იფუნქციონირებს.

ასევე აღნიშნულია, რომ დიანოვი უკრაინაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

მიხაილ დიანოვს მარჯვენა მხარზე ოპერაცია გაუკეთდა / ფოტო www.instagram.com/fcshakhtar

მიხაილ დიანოვს მარჯვენა მხარზე ოპერაცია გაუკეთდა / ფოტო www.instagram.com/fcshakhtar

ცნობისთვის, მიხაილ დიანოვი უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის უფროსი სერჟანტია.

ბრძოლის დროს მას ჭრილობები ორივე ფეხსა და მარჯვენა მკლავში მიაყენეს. დამცველს ზედა კიდურში 4 სანტიმეტრი ძვალი აკლია.

დიანოვი რუსული ტყვეობიდან, 214 ჯარისკაცთან ერთად, 21 სექტემბერს გაათავისუფლეს. მას წამების კვალი ეტყობოდა და 40 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული. 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics