08:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-11 11:44:16, 2151 ნახვა

ომი უკრაინაში
ფედოროვის განცხადებით, უკრაინამ ოკუპირებულ მელიტოპოლზე იერიში მიიტანა - დაღუპულია 200-მდე რუსი სამხედრო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე იერიში მიიტანეს. აღნიშნული ინფორმაცია მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა Telegram-ზე გაავრცელა.

ფედოროვის განცხადებით, მტრის ბაზებზე უკრაინელების თავდასხმას 200-მდე რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა.

მანამდე მელიტოპოლის მერი იტყობინებოდა, რომ მელიტოპოლის აღმოსავლეთით იწვოდა ეკლესია, რომელიც რუსებმა დაიპყრეს.

როგორც UNIAN-ი წერს, უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლში 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბანაკი (ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი) დაამარცხეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, დაჭრილი რუსი სამხედროები, მელიტოპოლის საავადმყოფოებში საკმარისი ადგილის არქონის გამო, ყირიმში გადაჰყავთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics