09:43 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-06 15:31:40, 2548 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი დონეცკში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკში ჩავიდა და უკრაინის შეარაღებულ ძალებს პროფესიული დღე ფრონტის ხაზიდან მიულოცა. 

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ქალაქ სლავიანსკიდან გაავრცელა და აღნიშნა, რომ "ვიღაცამ საკუთარ თავს "მსოფლიოს მეორე არმია" უწოდა, მაგრამ ყველას ხედავს, ვის აქვს პირველი ადგილი".

"ძვირფასო ოფიცრებო, სერჟანტებო, ჯარისკაცებო, ვეტერანებო, მთელი გულით, უკრაინის სახელით, გილოცავთ დიდ დღესასწაულს - უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს! ქედს ვიხრით ჩვენი ჯარისკაცების წინაშე. არასდროს ვივიწყებთ ჩვენს დაღუპულ გმირებს, რომლებმაც უკრაინისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს. ძვირფასო ჯარისკაცებო და მცველებო, უკვე სამი ათწლეული, 9 წელი, 9 თვე და 285-ე დღეა, მშობლიურ მიწას იცავთ. ტრადიციულად, მე აღვნიშნავ ამ დღეს ფრონტის ხაზზე ჩვენს მებრძოლებთან ერთად. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. დღეს ყველა ხედავს, რა შეუძლიათ ჩვენს ჯარისკაცებს. ყველა ხედავს, როგორ ებრძვიან ისინი მსოფლიოს სიდიდით მეორე არმიას. დიდი მადლობა თქვენს მშობლებს, რომ გმირებად და ღირსეულ ადამიანებად გაგზარდეს. მთელი უკრაინა თქვენს სახლებში დაბრუნებას ელოდება. ჩვენს გამარჯვებას უკრაინის დედაქალაქში, "მაიდანზე" დაცული ცის ქვეშ, მშვიდობიან გარემოში ერთად შევხვდებით. "მაიდანზე" ჩვენი შეხვედრის გზა კი, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე გადის. დიდი მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც გააკეთებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ! ცოცხლები დაგვიბრუნდით!" - განაცხადა ზელენსკიმ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics