03:12 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-02 21:45:37, 1321 ნახვა

სამართალი
რაჭაში ნაპოვნი მოკლულ და თათებდაჭრილ დათვის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაჭაში ნაპოვნ მოკლულ, თათებდაჭრილ დათვთან დაკავშირებით გამოძიება დაიწო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო ნადირობას გულისხმობს.

რაჭაში, სოფელ უწერის ტყეში მოკლული კავკასიური მურა დათვი მოლაშქრე ნიკა გუგეშაშვილმა 1 დეკემბერს აღმოაჩინა. დათვი ჯერ ხაფანგშია გაბმული, მერე კი ორივე წინა ფეხზე ბრჭყალები სავარაუდოდ დაჭრილი აქვს. დათვის ბრჭყალებს სხვადასხვა მიზნით იყენებენ. როგორც ნიკამ „მთის ამბებს" უთხრა, დათვი ახალი მოკლული უნდა იყოს.

მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაში შედის. წითელი ნუსხის სახეობის მოკვლა აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულია. ერთი დათვის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული.

ფოტოები ნიკა გუგეშაშვილის მიერ არის გადაღებული, უწერის ტყეში, სადაც ის უცხოელ ტურისტთან ერთად სალაშქროდ იმყოფებოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics