03:11 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-28 18:05:17, 1509 ნახვა

სამართალი
კრიტიკული კომენტარების ავტორებთან „იმედის“ ჟურნალისტის ზარებზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო

მონაცემთა დაცვის სამსახური ტელეკომპანია "იმედზე" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და პერსონალური მონაცემების დამუშავება-მოპოვების ფაქტზე შესწავლა დაიწყო.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლიან და შედეგებს საზოგადოებას აცნობებენ.

"ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების)  ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს." - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა,მარიკა ბაკურაძემ Facebook-ზე მისი სიუჟეტის კომენტარებში დაწერილი კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა,რათა გაერკვია უსიამოვნო კომენტარების დაწერის მიზეზი. უცნობია,როგორ მოახერხა ჟურნალისტმა პირადი ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის) მოპოვება. მოქალაქის კითხვას თუ საიდან იცოდა მან მისი პირადი ტელეფონის ნომერი,ჟურნალისტმა უპასუხა,რომ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics