|
2022-11-28 09:11:41, 1185 ნახვა
მსოფლიო
პოდოლიაკი - რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ
რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინულია. "რუსი სამხედროები დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მათი თავდაცვის ხაზი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს თანდათან შორდება. როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობამ ხელი ჩაიქნია და თქვა: ”კარგი, კარგი” - ახლა ასე აღარ მოხდება. მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ როსატომს არ აქვს ლეგალური ძალაუფლება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს სადგური უკრაინულია“, - ამბობს პოდოლიაკი. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არაერთხელ დაბომბეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)