|
2022-11-26 10:27:19, 1370 ნახვა
მსოფლიო
ანჯეი დუდა - პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა
პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა,- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდნტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. დუდას განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა. „გამოძიება გრძელდება, ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულდა, ახლა მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც აქამდე ვამბობდი. ჩვენ ველოდებით ექსპერტების დასკვნებს და არ ვერევით პროცესში“,- განაცხადა დუდამ. მისივე თქმით, აფეთქდა ორი რაკეტა, ერთი პოლონეთის, ხოლო მეორე უკრაინის ტერიტორიაზე. „თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. მეორე რაკეტა 100 პროცენტით იყო, თუმცა არ ჩამოვარდნილა პოლონეთის ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა“,- დასძინა დუდამ. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე მასიური სარაკეტო თავდასხმისას, პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა უკრაინის საზღვრიდან 65 კილომეტრში მდებარე ფერმაში მოხდა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ტრადიციულად უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)