|
2022-11-25 14:16:22, 1206 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - ნატო უკან არ დაიხევს და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს
ნატო უკან არ დაიხევს და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ აღნიშნა, რომ ნატო კიევისთვის "არალეტალურ დახმარებას" გაზრდის. "ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, რამდენიც დასჭირდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - თქვა სტოლტენბერგმა. ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, თუ ომში რუსეთი გაიმარჯვებს, "გრძელვადიანი მშვიდობა" არ დადგება. ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე მასიური სარაკეტო იერიშები ხორციელდება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 86 150-მდე ჯარისკაცი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)