09:42 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 10:39:09, 1355 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთში „თალიბანმა“ 12 ადამიანი სახალხოდ გაამათრახა

ავღანეთში, "თალიბანის" წევრებმა 12 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი საფეხბურთო მოედანზე სახალხოდ გაამათრახეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია "თალიბანის" ოფიციალურ წამომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მათ ბრალად ედებათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენა, როგორიცაა - ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები. 

მამაკაცებსა და ქალებს, გამათრახების დროს, 21-დან 39-მდე დარტყმა მიაყენეს. 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც ისლამისტურმა ჯგუფმა მსგავსი სახალხო დასჯის სცენა მოაწყო.

როგორც BBC წერს, ასეთი შემთხვევები, 1990-იან წლებში "თალიბანის" წინა მმართველობის პირობებში არსებული მკაცრი პრაქტიკის დაბრუნებაზე მიანიშნებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics