|
2022-11-24 09:53:50, 1227 ნახვა
მსოფლიო
შოლცი - ტერორი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. შოლცის თქმით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრანსტრუქტურის დაბომბვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. „ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს ბომბებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ეს დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აცხადებს ოლაფ შოლცი. კანცლერის თქმით, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ომით უკრაინაში, გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება ზამთრის სეზონისთვის "გარანტირებულია". ”ეს გარანტირებულია, რადგან ოჯახები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განაცხადა შოლცმა ბერლინში. ცნობისთვის, რუსებმა გუშინ, 23 ნოემბერს კიევი კიდევ ერთხელ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქს წყლის მიწოდება შეუწყდა. მოსახლეობა ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 31 რაკეტა ისროლეს, მათგან 21 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)