08:45 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 16:25:17, 1242 ნახვა

მსოფლიო
არახამია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე - ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია

ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი, დავით არახამია ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია სახელმწიფოდან, რომელიც აფინანსებდა საფეხბურთო კლუბებსა და ჩემპიონატებს, ოფიციალურად გახდა ტერორიზმის სპონსორი.

„რუსეთის ფედერაცია სახელმწიფოდან, რომელიც აფინანსებდა საფეხბურთო კლუბებსა და ჩემპიონატებს, ოფიციალურად გახდა ტერორიზმის სპონსორი.

ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია.

მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს კენჭისყრა წაახალისებს ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმაში”,- წერს არახამია.

შეგახსენებთ, რომ ცატახნის წინ ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics