16:03 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-23 14:10:05, 1690 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკა სამშობიაროს დაბომბვაზე - საშინელი ტკივილია, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ

საშინელი ტკივილია, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ზაპოროჟიეს რაიონის, ვოლნიანსკის სამშობიაროზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს ახალშობილის გარდაცვალებას.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა, რომელსაც 2 დღის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა.

„რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა. ამ ღამით სამიზნე ზაპოროჟიეს რეგიონის სამშობიარო საავადმყოფო გახდა. 2 დღის ბიჭი გარდაიცვალა...

საშინელი ტკივილია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ.

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვის ახლობლებს. საჭიროა დაშავებულების სწრაფი დახმარება. ჩვენი გული შენთანაა“,- წერს ზელენსკა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რასაც ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ცნობებით, განყოფილებაში ასევე იმყოფებოდნენ ახალშობილის დედა და ექიმი, რომელთა შენობიდან გამოყვანაც უვნებლად მოხდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics