07:47 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-18 09:13:32, 1206 ნახვა

მსოფლიო
კუბილიუსი - შეთანხმებას მივაღწიეთ - ევროპარლამენტი რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს

ევროპარლამენტი შეთანხმდა ტექსტზე, რაც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერად აღიარებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტი აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს.

„ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას ტექსტზე.

მთავარი ხაზი არის: ევროპარლამენტი აღიარებს რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ და სახელმწიფოდ, რომელიც ტერორიზმის გზებს მიმართავს“ - წერს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციის განხილვას  21-24 ნოემბრის სესიაზე გეგმავს.

ამასთან, 13 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას  ტერორისტულ რეჟიმად მოიხსენიება.

ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა გახდა პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics