22:45 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-12 13:07:30, 1726 ნახვა

ომი უკრაინაში
სალივანი - ხერსონი კვლავ უკრაინის დროშის ქვეშ არის და ეს გასაოცარია

უკრაინელებმა ახლახანს არაჩვეულებრივი გამარჯვება მოიპოვეს. - ამის შესახებ  აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხერსონი კვლავ უკრაინის დროშის ქვეშ არის და ეს გასაოცარია.

"როგორც ჩანს, უკრაინელებმა ახლახანს არაჩვეულებრივი გამარჯვება მოიპოვეს - ერთ-ერთი რეგიონალური დედაქალაქი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავა, კვლავ უკრაინის დროშის ქვეშ არის, და ეს საკმაოდ გასაოცარია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ, კადრები შუმენსკის რაიონიდან გავრცელდა, ასევე უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს სამხედროებს მიმართავს და ხერსონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ ხერსონი უკრაინის კონტროლს უბრუნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics