|
2022-11-11 12:47:36, 1330 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - მზად ვართ, ვისაუბროთ რუსეთთან, მაგრამ სხვა რუსეთთან
ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ რუსეთთან, მაგრამ სხვა რუსეთთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის ყველა ტერიტორიის, მათ შორის რუსეთის მიერ 2014 წელს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას დაჟინებით მოითხოვს. "მე ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ რუსეთთან, მაგრამ სხვა რუსეთთან, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის. ვინც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან. და ჯერჯერობით მე არ მსმენია ასეთი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან - არც პუტინისგან და არც სხვისგან“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. 30 სექტმებერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე, უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. პუტინმა მაშინ განმარტა, რომ ორმხრივი მოლაპარაკების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. 7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მომავალ ლიდერთან გამართავს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)