06:12 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 09:26:32, 1074 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - ხერსონში მიღებული გადაწყვეტილება იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთის ჯარს დიდი პრობლემები აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანა მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ მან კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში არსებულ პრობლემებზე.

„პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესოა ის, რომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას - და ჩვენ დიდი ხანი ვიცოდით, რომ მიიღებდნენ მას - არჩევნების დასრულებამდე. ეს გადაწყვეტილება არის მტკიცებულება იმისა,  რომ რუსეთის ჯარს დიდი პრობლემები აქვს“,- ამბობს ბაიდენი. 

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და  უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის .

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics