05:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 11:46:54, 1473 ნახვა

მსოფლიო
IAEA - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტროენერგიით მომარაგება აღდგა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის ელექტროსისტემას ისევ დაუკავშირდა. აღნიშნულ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ავრცელებს.

IAEA-ს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, აუცილებელია, ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების დაცვის ზონა შეიქმნას.

"ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე გადამცემი ორივე - 750 კვ და 330 კვ სარეზერვო ხაზები, რომლებიც ქსელიდან ელექტროენერგიის მისაწოდებლად გამოიყენება, გარემონტდა და პარასკევს, შუადღისას ხელახალი ჩართვა დაიწყო. დაახლოებით, 22:00 საათზე, ზაპოროჟიეს ექვსივე ბლოკზე 750 კვ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. 

ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მამაცი პერსონალი ახერხებს ექვსი აგრეგატის უსაფრთხოდ მუშაობის შენარჩუნებას, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. მე არაერთხელ განვაცხადე, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ბირთვული უსაფრთხოების დაცვის ზონა ბირთვული ავარიის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დროის დაკარგვა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ გვიან არ არის", - ამბობს IAEA-ს დირექტორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics