|
2022-11-04 13:18:43, 1596 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის პარტიამ გაიმარჯვა - ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში ბრუნდება
ისრაელის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ქვეყანაში, ბოლო სამ წელში ჩატარებული მეხუთე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თანამდებობის დატოვებიდან 14 თვის შემდეგ, ხელისუფლებაში ბრუნდება. ნეთანიაჰუს პოლიტიკურმა ძალა "ლიკუდმა“, მისმა ულტრამემარჯვენე და რელიგიურმა მოკავშირეებმა ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს. როგორც BBC წერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ეგზიტპოლის შედეგები, რომლის მიხედვითაც ნათელი იყო, რომ ნეთანიაჰუ ხმათა უმრავლესობას მოიპოვებდა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა "ლიკუდის" მხარდაჭერებს მიმართა, რომ "შექმნის მთავრობას, რომელიც იზრუნებს ისრაელის ყველა მოქალაქეზე, გამონაკლისის გარეშე". "ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას, შევამცირებთ ცხოვრების ხარჯებს, კიდევ უფრო გავაფართოვებთ სამშვიდობო წრეს, აღვადგენთ ისრაელს, როგორც მზარდ ძალას ერებს შორის", - განაცხადა ნეთანიაჰუმ. ყოფილ პრემიერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა, იაირ ლაპიდმა. BBC-ის ინფორმაციით, ლაპიდი ტელეფონით დაუკავშირდა ნეთანიაჰუს, წარმატება უსურვა და პირობა დადო, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი ყველა წესის დაცვით მოხდება. ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუ არის მტკიცე მხარდამჭერი ისრაელის დასახლების მშენებლობის პროექტის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ოკუპირებულია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ. იქ დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება. ის ასევე ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში. ყოფილი პრემიერი ასევე ამჟამად სასამართლოში იმყოფება სავარაუდო მოსყიდვის, თაღლითობისა და ნდობის დარღვევისთვის - ბრალდებებს ის კატეგორიულად უარყოფს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)