2022-11-03 19:39:25, 1746 ნახვა
ომი უკრაინაში
IAEA - უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა
უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.
მათივე თქმით, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს.
"უკრაინის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩატარებული ინსპექციის შედეგად ე.წ. ბინძური ბომბის დამზადების ნიშნები არ აღმოჩნდა, მათ ვერ მიაკვლიეს არასანქცირებული და გამოუცხადებელი ბირთვული აქტივობის ნიშნებს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,