05:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 12:49:24, 1272 ნახვა

მსოფლიო
შვეიცარია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 100 მლნ დოლარს გადარიცხავს

შვეიცარია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 100 მილიონ დოლარს გადარიცხავს. 

უკრაინული მედია შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაფინანსება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციის პროექტებს მოიცავს.

„უკრაინასა და რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პროექტის გარდა, გამოყოფილია 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი(დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი). შვეიცარია ეხმარება კომპანიებს ენერგიის წყაროების და სათადარიგო ნაწილების შეძენაში; მონაწილეობს სარკინიგზო დამაგრების სისტემების შეკეთებაში (მძიმე ტვირთის გადასაზიდად, მაგ. როგორიცაა მარცვლეული) და ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულებს ზამთრისთვის მოსამზადებლად ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ქვეყანა, გენერატორების, ტუმბოების ან წყლის გამწმენდი ნაგებობების გადაცემით, უკრაინისთვის დამატებით დახმარებასაც გეგმავს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics