05:19 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-03 09:00:56, 969 ნახვა

მსოფლიო
კულებას განცხადებით, ესპანეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკას გადასცემს

ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვემეხებსა და ჭურვებს გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიევში ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა ესპანურ მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ხოსე მანუელთან და ჩვენს კოლეგებთან სხვა დეპარტამენტებიდან, რათა უკრაინამ ესპანეთიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

ძალიან მიხარია, რომ ახალი პაკეტი უკვე არის, ის უკვე უკრაინისკენ გზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენი სახელმწიფო საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც მიიღებს Aspide საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს, Hawk საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ქვემეხებსა და მათ ჭურვებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics