04:40 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-01 15:20:58, 3311 ნახვა

მსოფლიო
უკრაინა მოითხოვს, რომ G20-ის სამიტზე პუტინის მოწვევა გაუქმდეს - „სისხლიანი ხელებით მაგიდასთან არ უნდა იჯდეს“

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააუქმოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, პუტინი მსოფლიო ლიდერებთან ერთ მაგიდასთან, იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს.

„პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების ბრძანება გასცა. იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს ერთ მაგიდასთან მსოფლიო ლიდერებთან. პუტინის მოწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან“,- წერს ნიკოლენკო.

შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი, ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics