07:16 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-29 16:40:50, 1663 ნახვა

სამართალი
„უბრალოდ, არ მახსოვს, რა მოხდა და როგორ მოხდა“ - დის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

სოფელ ტიბაანში დის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, 35 წლის ზურაბ ალადაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ალადაშვილის თქმით, „არ ახსოვს, რა  და როგორ მოხდა“.

"უბრალოდ, არ მახსოვს, რა მოხდა და როგორ მოხდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეგ ვიცი",- განაცხადა ალადაშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა სიღნაღში 26 ოქტომბერს მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ტიბაანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ბრალდებული ძმას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ძმებს შორის კონფლიქტში მათი დაც ჩაერთო, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მასაც მიაყენა, რა დროსაც ქალი ასფალტის საფარზე დაეცა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.

დანაშაული 10-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics