2022-10-28 17:07:43, 1655 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენს ცაზე მტრის რაკეტებზე უფრო საშიში, ჩვენს მიწაზე მტრის ჰიმნის მოსმენაა
ჩვენს ცაზე მტრის რაკეტებზე უფრო საშიში, მტრის ჰიმნის მოსმენაა ჩვენს მიწაზე. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინელებს ბომბები ვერ გატეხავს.
"ბომბები ვერ გაგვტეხავს. ჩვენს ცაზე მტრის რაკეტებზე უფრო საშიში, მტრის ჰიმნის მოსმენაა ჩვენს მიწაზე. ჩვენი არმია ძლიერია, მოხალისეები დაუღალავი, პარტნიორები სანდო და ხალხი კი გაუტეხელი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,