05:50 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-28 09:02:39, 1292 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - გასულ დღე-ღამეში უკრაინამ რუსეთის იერიში 13 მიმართულებიდან მოიგერია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების იერიში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 რაიონში მოიგერიეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გენშტაბის ცნობით, იერიშის მოგერიება ბახმუტის, ანდრეევკას, ბელოგოროვკას, მარინკას, მაიორსკის და ა.შ. მიმართულებით მოხდა.

ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 საავიაციო და ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ასევე, 40-ჯერ მიიტანა იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. 

უკრაინულმა ავიაციამ რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე 29 დარტყმა განახორციელა. დადასტურებულია, რომ 21 იერიში წარმატებული იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics