2022-10-27 19:43:17, 1327 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონიდან არ მიდიან, ეს საინფორმაციო შეტევაა
რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონიდან არ მიდიან, ეს საინფორმაციო შეტევაა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი არ არიან მზად ხერსონის დასატოვებლად.
„ვერ ვხედავ, რომ ისინი ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო შეტევაა. ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ იქ მივიდეთ და მოვხსნათ ხალხი სხვა სახიფათო მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი იყო საინფორმაციო ოპერაცია. ისინი არ არიან მზად ხერსონის დასატოვებლად“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,