03:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 16:58:26, 1116 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - ვმუშაობთ, რომ 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება გამოვყოთ

ევროკავშირი 2023 წელს უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე მუშაობს,- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ უკრაინისთვის ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაწევას 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით, შესაბამისად, 2023 წელს დახმარება ჯამში 18 მილიარდი ევროს ფარგლებში იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინას თვეში დაახლოებით 3-5 მილიარდი დოლარი სჭირდება ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფარად, კერძოდ, ექიმების, მასწავლებლებისა და სამხედროების ხელფასები.

„უკრაინას სჭირდება ძლიერი მხარდაჭერა. ევროკავშირს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინისთვის 1,5 მილიარდი ევროს ოდენობით ყოველთვიური მხარდაჭერა. ჩვენ ვსაუბრობთ 18 მილიარდ ევროზე 2023 წელს", - განაცხადა ლაიენმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს უკრაინის თვიური ბიუჯეტის დეფიციტი თვეში 4-5 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, რომელიც უკრაინამ დაფარა საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით და ეროვნული ბანკის მიერ გრივნას გამოშვებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics