03:57 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 11:49:35, 1108 ნახვა

მსოფლიო
ოკუპირებულ მელიტოპოლში ZaTV-ის ოფისთან აფეთქება მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ZaTV-ის ოფისთან მანქანა აფეთქდა. რუსული პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები და კომპანიის თანამშრომლები.

„ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ოკუპირებული ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის მთავარი საბჭოს წევრმა, ვლადიმერ როგოვმა.

მედიის ინფორმაციით, პროპაგანდისტული არხის შენობასთან ერთნახევარიდან ორ კილოგრამამდე ტროტილი აფეთქდა.

აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი და ფანჯრები დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics