03:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-25 00:32:56, 1230 ნახვა

მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი - ბინძური ან ატომური ბომბის გამოყენებას ექნება უმძიმესი შედეგები

სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა რუსეთი ჩვეულებრივი ან "ბინძური" ბირთვული ბომბის გამოყენების შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მძიმე და უფრო მძიმე შედეგებზე ისაუბრეს.
დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის თქმით, რუსეთი არ გაექცევა შედეგებს, თუკი ე.წ. „ბინძური“ ბომბის ან ჩვეულებრივი ბირთვული იარაღის გამოყენებას გარისკავს.

მანამდე რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები აფრთხილებდნენ დასავლეთს კიევის მიერ „ბინძური“ ბომბის შესაძლო გამოყენების შესახებ, მაგრამ თავად ვაშინგტონმა დაადანაშაულა რუსეთი, რომ ცდილობს გამოიყენოს ასეთი სავარაუდო საფრთხე უკრაინასთან კონფლიქტის ესკალაციის საბაბად.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოექცეოდა თუ არა აშშ ბინძური ბომბის გამოყენებას ისე, როგორც ნებისმიერი ბირთვული იარაღის გამოყენებას, პრაისმა უპასუხა, რომ რუსეთისთვის ნებისმიერ შემთხვევაში იქნება შედეგები.

"იქნება ეს ბინძური ბომბი თუ ბირთვული ბომბი, ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნათელია", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics