2022-10-20 14:20:45, 1416 ნახვა
მსოფლიო
ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა
ფინეთის პარლამენტმა რუსეთ-ფინეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სასაზღვრო ღობე, პირველ რიგში, ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო სადგურებთან აშენდება.
მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, ღობე, შესაძლოა, ჩრდილოეთ სასაზღვრო სადგურებთანაც აშენდეს.
მშენებლობას 3-4 წელი დასჭირდება და მასზე ასობით მილიონი ევრო დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ღობის აშენების ინიციატივას, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა მხარი 6 ოქტომბერს დაუჭირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,