08:38 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-19 11:31:09, 1309 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ლაშა ფურცხვანიძეს დაკავების ამბავი გაუკვირდა - დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია

"გრინსერვის პლუსის" დირექტორი, რომელიც გუშინ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო დააკავეს, თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ კომპანიის ადვოკატმა,  მამუკა ბლიაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ლაშა ფურცვანიძე ამ საქმეში მყარად დგას, რადგან "ნამდვილად მართალია", რის გამოც, ბრალდებულს მისი დაკავება გუკვირდა. 

"შევხვდი ლაშა ფურცხვანიძეს. იგი დგას მყარად, როგორც მართალი კაცი, ის ნამდვილად მართალია. გავესაუბრე, დეტალები გავიარეთ. ჯერ ბრალი და საქმის მასალები არ გადმომცემია და საქმეს დეტალურად ვერ ვიცნობ. მას გაუკვირდა დაკავების ამბავი. დღეში სამჯერ მიდიოდა გამოკითხვაზე და თუ დასაკავებელი იყო, მივიდოდა და დააკავებდნენ. რამ გამოიწვია სამსახურში, ოფისში მისი დაკავება, გაუგებარია. ჩვენება, ყველაფერი გამოძიებისთვის დეტალურად აქვს მიცემული. იგი თანამშრომლობდა და გააგრძელებს თანამშრომლობას. მისი ბრალეულობა არაფერი არ არის“, - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ადვოკატი მამუკა ბლიაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ,  კახა მურადაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულთა სია, შესაძლოა, გაფართოვდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics