03:04 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-18 10:46:03, 1378 ნახვა

მსოფლიო
კანადამ რუსეთის 34 პროპაგანდისტს სანქციები დაუწესა - სიაში თინა კანდელაკიც მოხვდა

კანადამ სანქციები დააწესა რუსეთის 34 მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებიც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეობენ „რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში“.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სანქციებში მოხვდა პროპაგანდისტი მედია მენეჯერი თინა კანდელაკი, გაზეთ Moskovsky Komsomolets-ის მთავარი რედაქტორი პაველ გუსევი, პირველი არხის საინფორმაციო პროგრამების დირექტორი კირილ კლეიმენოვი, ტელეწამყვანი ანდრეი კონდრაშოვი, ნაილია ასკერ-ზადე, ანატოლი კუზიჩევი. ოლესია ლოსევა, ანდრეი დობროვი, დიმიტრი გუბერნიევი, ჟურნალისტები ალექსანდრე გამოვი და ალექსანდრე კოტსი.

გარდა ამისა, სადამსჯელო ზომები შეეხო მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვს, ვლადიმერ მაშკოვს, დიმიტრი პევცოვს, პრეზიდენტის თანაშემწეს ვლადიმერ მედინსკის, როსნეფტის პრესმდივანს მიხაილ ლეონტიევს, ახალი ხალხის პარტიის ლიდერს ალექსეი ნეჩაევს. სანქციები ასევე დაწესდა ტელეკომპანია ზვეზდაზე, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.

”რუსული რეჟიმის ომი დამოკიდებულია სიცრუეზე და მოტყუებაზე. ის აჩუმებს და აპატიმრებს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც გაბედავენ სიმართლის თქმას. რამდენადაც რუსული ადამიანის უფლებების დარღვევა მატულობს, კანადა ზომებს მიმართავს პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს მათ გამართლებას”,- განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ.

სანქციები ყინავს რუსეთის ნებისმიერ აქტივს კანადაში და კრძალავს კანადურ ფინანსურ ინსტიტუტებს მათთვის მომსახურების გაწევას. სანქცირებულ პირებს კანადაში შესვლა ეკრძალებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics