|
2022-10-17 12:25:55, 1610 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით "თიბისიმ", DFC-იმ და USAID-მა 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს
"თიბისიმ", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) 30 მილიონი აშშ დოლარის საგარანტიო ხელშეკრულება გააფორმეს. USAID-ის ეკონომიკური ზრდის პროგრამებთან ერთად, ახალი საგარანტიო პროგრამა თიბისის საშუალებას მისცემს გასცეს 30 მილიონი დოლარის ოდენობის სესხები ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. პროგრამა ორიენტირებულიაქალ მეწარმეებზე, სტარტაპებსა და საქართველოს რეგიონების განვითარებაზე, რის შედეგადაც შეიქმნება ათასობით მაღალი ღირებულების სამუშაო ადგილი და დაეხმარება ბიზნესებს შემოსავლების გაზრდაში. აღნიშნული გარანტია თანხვედრაშია თიბისის, USAID-ისა და DFC-ის საერთო ინტერესებთან, ხელი შეუწყონ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. USAID-ის მიერ დაფინანსებული და DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული სესხის პორტფელის გარანტია ასევე დაეხმარება იმ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ბიზნესის დაწყებას, ან ახალ სფეროებში გაფართოებას. „თიბისი ბანკთან გაფორმებული საგარანტიო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების განვითარებისთვის საჭირო რესურსების მიწოდების გზით, ასევე, შექმნის მეტი თანამშრომლის დაქირავებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების შესაძლებლობას. USAID ამაყობს, რომ საქართველოს კერძო სექტორთან პარტნიორობით მუშაობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, რეგიონული განვითარებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის, რაც დადებითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე“ - აცხადებს USAID-ის მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი. „აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერა ახალ ეტაპზე გადაიყვანს ჩვენს პარტნიორობას DFC-სა და USAID-თან. საგარანტიო პროგრამა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, გაზარდოს ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული აქცენტით რეგიონში მოქმედ მცირე ბიზნესებზე, სტარტაპებსა და ქალ -მეწარმეებზე. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება გააძლიერებს მათ კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს ამ სეგმენტის მდგრად განვითარებას, რაც თავის მხრივ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებთ DFC-სთან და USAID-თან თანამშრომლობას და იმედი მაქვს, რომ მომავალში არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას განვახორციელებთ ერთად“ - აცხადებს თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. „DFC-ის მიერ თიბისი ბანკისთვის მიწოდებული გარანტია, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით შედგა, გაზრდის ქართული მცირე ბიზნესისთვის მეტად საჭირო დაფინანსებას. ამ რესურსის მობილიზება მოხდება სოფლად მცხოვრებ მეწარმეებზე, ნაკლებად განვითარებულ რეგიონებსა და ქალ მეწარმეებზე, რაც ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას მთელი საქართველოს მასშტაბით.”- აცხადებს DFC-ის აღმასრულებელი დირექტორი - სკოტ ნათანი USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: DFC-ის საქმიანობის შესახებ:
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)