12:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-14 16:35:08, 1731 ნახვა

ეკონომიკა
ხუციშვილი და გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის მიმდინარე და 2023 წლების მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მონეტარული პოლიტიკის საკითხები.

იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე რეგიონსა და მსოფლიოში.

აღინიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება.

საუბარი შეეხო სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics