|
2022-10-11 15:17:15, 1827 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. თურქეთის მხარეს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე ნადირ ალფასლანი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორების კიდევ უფრო დაახლოების მნიშვნელობას, საერთო ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას და განვითარებას, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებას, მომსახურების სერვისის ამაღლებას და ამ მიზნით, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და ტურისტული ღონისძიებების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვ. მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს ძირითადი ტურისტული მიმართულებები, ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული პირდაპირი რეისების სიხშირეების კიდევ უფრო გაზრდის მზაობას. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალერიან გვალია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)