2022-10-11 11:58:06, 1096 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ოლქში ვაგნერის დივერსანტთა ორი ჯგუფი გაანადგურა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაქირავებული დივერსანტების ლიკვიდაციის ოპერაცია სპეცრაზმმა ჩაატარა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ტყვედ ჩავარდნილ 4 დივერსანტს შორის ერთ-ერთი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის მეთაურია, რომელიც მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
მედიაში სპეცოპერაციის მიმდინარეობისა და მისი შედეგების უნიკალური კადრებიც გვრცელდა.
აღსანიშნავია, რომ რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი სისასტიკით გამოირჩევა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,