11:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-06 15:42:50, 1558 ნახვა

ეკონომიკა
დავითაშვილი - ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების და სატრანსპორტო - ლოგისტიკური პოტენციალის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულებაა ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში გაკეთებულ მოხსენებაში ისაუბრა.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ციფრული სატრანზიტო ჰაბის განვითარება გულისხმობს, ერთი მხრივ, საერთაშორისო ფართოზოლოვან სატელეკომუნიაციო ინტერნეტ ავშირს საქართველოში და საქართველოს გავლით და მეორე მხრივ, საქართველოში, მსხვილი კონტენტ პროვაიდერების მიერ, რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრების ფორმირებას.  

„საქართველოში ციფრული სატრანზიტო ჰაბის და რეგიონალური დატა ცენტრების განვითარების საკითხებს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკთან დაწყებული პროექტი Log-in Georgia," რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების კონცეფცია. სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების გეგმის"  პროექტის შემუშავებაზე, სადაც განისაზღვრება ციფრული ეკონომიკის განვითარების სამომავლო მიმართულებები", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის იფორმაციით,  სტრატეგიის პირველადი პროექტი უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპზე მისი აქტიური განხილვები მიმდინარეობს კერძო სექტორთან ერთად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics