|
2022-10-04 11:20:36, 1524 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ბაზისბანკი, შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს აგრო მეწარმეების ხელშეწყობას. ბანკი წლებია აქტიურად თანამშრომლობს გორის რაიონ სოფელ შინდისში არსებულ შპს ანტონი და კომპანიასთან, რომელიც ხილის გადამამუშავებელ ქარხანას და 17.5 ჰექტარზე გაშენებულ ამერიკული ჯიშის, ინტენსიური ვაშლის ბაღებს ფლობს. ვაშლის ბაღები სრულად არის გამართული თანამედროვე სარწყავი სისტემებით და სეტყვისგან დამცავი ბადეებით. 2021-2022 წლებში ბაზისბანკის მიერ, შეღავათიანი აგრო კრედიტის „არასტანდარტული ვაშლის შემსყიდვის“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, კომპანიისადმი განხორციელებულმა ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 2.3 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანია ყოველწლიურად ადგილობრივი აგრო მეწარმეებისაგან ახორციელებს ნედლეულის, ძირითადად ვაშლის, შესყიდვას, შემდგომი გადამუშავების მიზნით. საწარმო დღეში საშუალოდ 120 ტონამდე ხილის კონცენტრატის გადამუშავებას ახორციელებს. ხილის გადამუშავებული კონცენტრატის 90%-მდე გერმანიაში გადის ექსპორტზე. ვაშლის ბაღებსა და ქარხანაში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. „ჩვენი კომპანია უკვე 18 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. წლებია, რაც ბაზისბანკი ჩვენი მუდმივი ფინანსური პარტნიორია. გასულ წელს, ჩვენს მიერ გადამუშავებული ვაშლის ჯამურმა რაოდენობამ 3600 ტონა შეადგინა და წელს ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას ვგეგმავთ. ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ნედლეულის ჩაბარებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას ვახდენთ.“ - აღნიშნა შპს ანტონი და კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯამელაშვილმა. „ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გადამამუშავებელი და აგრო მეწარმეობის განვითარებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის გაძლიერებასა და ეკონომიკის განვითარებას. მზად ვართ დავეხმაროთ ბიზნესს, რომელიც მუდმივად ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ვიმედოვნებთ, ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობა, კიდევ უფრო წარმატებული იქნება და ჩვენი პარტნიორობა გაფართოების მეტ შესაძლებლობას მისცემს მეწარმეს. მსაგავსი ტიპის გადამამუშავებელი საწარმოების არსებობა კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში. - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)