23:09 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-29 14:33:43, 791 ნახვა

მსოფლიო
ხვალ პუტინი უკრაინის 4 ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას ხელს მოაწერს

კრემლის განცხადებით, ხვალ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერს ხელს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტულ გამოცემა „RIA Novosti“ ავრცელებს.

როგორც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, კრემლი ანექსიას ხვალ 15:00 საათზე გამოაცხადებს.

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 30 სექტემბერს გათავისუფლებული ტერიტორიების მეთაურებს მოსკოვში შეხვდება, როდესაც ისინი რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შეთანხმებებს მოეწერება ხელი“,- განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, პუტინი ასევე აპირებს მოიწვიოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა.

შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს რუსეთმა უკრაინის 4 ოლქში ე.წ "რეფერენდუმს" ჩაატარა.

კენჭისყრა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ოლქების "რუსეთთან მიერთებას გულისხმობდა”.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics